LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მინდა, დაველოდო [მიშასთან] შეხვედრას, ვიდრე გათავისუფლდება…სხვა დროსა და ვითარებაში ნაკლებად გამიჭირდება პირად საკითხებზე საუბარი” – სანდრა რულოვსი სააკაშვილზე

1760
BeFunky-collage - 2023-07-08T234309.153

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი „ფორმულას” ეთერში მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის უდანაშაულო პატიმარია, რომელიც უნდა გათავისუფლდეს.

სანდრას თქმით, მისი ასეთ ვითარებაში ყოფნა, ოჯახისთვის ძალიან მტკივნეულია.

„საბერძნეთში ერთად რომ ვიყავით, მას შემდეგ არ მინახავს. მინდა, დაველოდო [მიშასთან] შეხვედრას, ვიდრე გათავისუფლდება და სხვა დროსა და ვითარებაში ნაკლებად გამიჭირდება პირად საკითხებზე საუბარი… არის უდანაშაულო პატიმარი და უნდა გათავისუფლდეს.

მისი ასეთ ვითარებაში ყოფნა, ჩვენთვის, მთელი ოჯახისთვის ძალიან მტკივნეულია. სასამართლო დღეს დამოუკიდებელი არ არის. უნდა გაძლიერდეს ზეწოლა, რათა ხელისუფლებას პირადი შურისძიების აქტი არ გამოუვიდეს”, – საუბრობს სანდრა რულოვსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები