LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “მინდა 14 თებერვალი არ ვაღიარო, მაგრამ მაღიარებინებს” – ცნობილი წყვილების სასიყვარული ურთიერთობები

2171
წყვილებიი

14 თებერვალს სასიყვარულო ურთიერთობებიც იმაზე მეტად აქტუალური ხდება ხოლმე, ვიდრე წელიწადის ნებისმიერ სხვა დროს იქნებოდა.

საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობმა წყვილებმა სასიყვარულო ურთიერთობებსა და დაოჯახების ისტორიებზე „რუსთავი 2“ -ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრეს.

ცნობილი წყვილები აღნიშნავენ, რომ შეყვარებული ადამიანისთვის ყოველი დღე განსაკუთრებულია, მაგრამ ისეთ დღეს, როგორიც ვალენტინობის დღეა, სიმბოლური დატვირთვა მაინც გააჩნია.

ოთო ნემსაძე, მომღერალი:

“სიმართლეს გეტყვით, 14 თებერვალი მინდა რომ არ ვაღიარო, მაგრამ მაღიარებინებს. არ მჩვევია, განსაკუთრებით ამ დღეს ავდგე და სპეციალურად რაღაც ვაჩუქო. შეიძლება, 6 იანვარს, მამაჩემის დაბადების დღეს, სოფოს ვაჩუქო.

სიყვარული ალბათ, არის ის, რომ იმ ადამიანისთვის, ვინც გიყვარს თვალის დაუხამხამებლად გაწირო ყველაფერი, შენი თავი და შენს გარშემო სამყაროც.

მსახიობი სოფო მეძმარიაშვილი, ოთო ნემსაძის მეუღლე:

ერთხელ მაჩუქა მარწყვის თაიგული, ულამაზესი და ეწერა, რომ უბრალოდ 5 იანვარს გილოცავო.

მე კი კოვიდიანს ფოიერვერკები მოვუწყვე.

გიგი დედალამაზიშვილი:

“სიმბოლური ხასიათი აქვს ამ ყველაფერს, ხომ? 14 თებერვალს. ჩემთვის ყველაზე რომანტიკულია, გიტარა მაჩუქა.

მარინა მისვამს ხოლმე კითხვას, ახლა უფრო გიყვარვარ თუ ადრეო და მე სულ მგონია კი არა, ასეა, რომ ახლა უფრო მიყვარს მარინა”.

მარინა კარპი, ფოტოხელოვანი, გიგი დედალამაზიშვილის მეუღლე

„ჩვენი ურთიერთობის დაწყების ეტაპზე ძირითად ინტერნეტის საშუალებით ვკონტაქტობდი. ერთ საღამოს გიგის ვუთხარი, რომ თავი მტკიოდა და უნდა დამეძინა, გიგიმაც იგივე მიპასუხა, სინამდვილეში, მე რეისი მქონდა კიევი თბილისის მიმართულებით და ფრენაზე ვაგვიანებდი.

დილის 5 საათზე, როდესაც სახლთან მივედი, ვხედავ, რომ გიგი ვიღაც ქალს ესაუბრება, გავაღე კარი და ვხედავ, რომ გიგის დედა მას აჩქარებდა აეროპორტში არ დაეგვიანებინა.

ეს ის შემთხვევა, როდესაც გიგის არაპუნქტუალობამ გაამართლა და კიევში გაფრენა ვერ მიუსწრო. ზუსტად იმ თვითმფრინავში უნდა ჩამჯდარიყო გიგი.

ყველას უკვირს თუ როგორ შევეგუე ახალ ქვეყანას, უკვე იმასაც მეუბნებიან, რომ უკრაინელი კი არა ქართველი ვარ. ამით იმის თქმა მინდა, რომ შეუძლებელი არაფერია, როდესაც არსებობს სიყვარული”

ელგუჯა ბურდული, მსახიობი:

„სიყვარული თავად მე ვარო – ყველა უნდა დავუკვირდეთ, ეს რა სიტყვა ბრძანა უფალმა“

ინეზა აბესაძე, მსახიობი:

„ოღონდ ერთმანეთი გიყვარდეთ. რამდენი წელია უკვე მე და გუჯის ერთმანეთი გვიყვარს. ლექციები რომ დამთავრდებოდა და სახლში მოვდიოდი, ვითომ შემთხვევით შემხვდებოდა გზაში და მომაცილებდა სახლამდე. სახლში მოსვლამდე სამ კაცს მაინც გალახავდა, როგორ გაბედეს და როგორ შემომხედეს. ისე მიხაროდა… მასში ვხედავდი გმირს და სულით ლამაზ ადამიანს.

ოღონდ ერთმანეთი გიყვარდეთ და სიყვარული ყველაფერს დაგაძლევინებთ”.