45 წლის მსახიობმა მილა იოვოვიჩმა და მისმა 3 წლის ქალიშვილმა, ევერ ანდერსონმა ინტერნეტსივრცეში სახალისო ტიკ-ტოკ ვიდეო გაავრცელეს.
ვიდეოში ისინი ერთმანეთის როლებს ირგებენ, მილა 13 წლის ქალიშვილის მსგავსად იქცევა, ევერი კი მკაცრი დედის როლშია.
დიალოგი საოცრად სახალისო გამოვიდა.
ცნობისთვის, ევერ მშობლების მსგავსად, ბედს კინოში მოსინჯავს. 13 წლის გოგონა ერთდროულად 2 როლზე დაამტკიცეს. ევერი მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. ის მალე ფილმში „პიტერ პენი და ვენდი“ ითამაშებს.