მეხი სამგზავრო ლაინერის ფრთას გერმანიაში დაეცა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო NDR-მა გამოაქვეყნა.
საჰაერო ხომალდზე მეხის დაცემის მომენტი სალონში მყოფმა ერთ-ერთმა მგზავრმა გადაიღო.
საბედნიეროდ, მიუხედავად მომხდარისა თვითმფრინავი დანიშნულების აეროპორტში მშვიდობიანად დაეშვა და არავინ დაზარალებულა.
გამოცემის ინფორმაციით, ბორტზე ერთ-ერთი ქალაქის მომღერალთა საბავშვო ანსამბლი იმყოფებოდა.