LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მეუღლე დასუფთავების სამსახურში გავიცანი, ერთად ვართ, ერთმანეთს ვეხმარებით, ჩემზე არანაკლებ სუფთად ალაგებს“ – გურამ ბოჭორიშვილის და ეთერ ილურიძის სიყვარულის ისტორია

161
Untitled design (1)

გურამ ბოჭორიშვილი და ეთერ ილურიძე უკვე მრავალი წელია თბილისის დასუფთავების სამსახურში მუშაობენ და თბილისის ქუჩების სისუფთავეზე ზრუნავენ.

წყვილმა ერთმანეთი სწორედ დასუფთავების სამსახურში გაიცნო და შემდეგ დაოჯახება გადაწყვიტა. გურამ ბოჭორიშვილი და ეთერ ილურიძე საკუთარი საქმიანობისა და სიყვარული ისტორიის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრობენ.

„ვაკეში ხორცპროდუქტების მაღაზიაში ვმუშაობდი, 2015 წელს გადმოვედი დასუფთავების სამსახურში, სადაც ჩემი მეუღლე გავიცანი. მას ადგილი ჩემმა თანამშრომელმა დაუთმო.

ერთად ვართ, ერთმანეთს ვეხმარებით, მას სხვა ადგილი აქვს, მე სხვა ადგილი, ვშრომობთ, ჩემზე არანაკლებ სუფთად ალაგებს, ორივე მშრომელები შევიყარეთ.

ერთად ვმუშაობდით, არ დავმალავ – ამ კაცისთვის გამარჯობის მეტი არ მითქვამს, მას თავისი ადგილი ჰქონდა, მე ჩემი. რაღაც მქონდა გასაკეთებელი, მის მეგობარს ვთხოვე დახმარება და ესეც მოჰყვა, რომ დაინახა, რომ მარტო ვცხოვრობდი, შემდეგ მოიფიქრა… ერთ დღეს გამთენიისას მომადგა, შემოვალ, დავილაპარაკოთო, აქ იმ პირობით მოვედი, რომ აქ უნდა დავრჩეო. ვიცოდი, რომ მშრომელი კაცი იყო, მას შემდეგ ერთად ვართ“, – ჰყვება ეთერ ილურიძე.

სტუდიაში წყვილის სტუმრობის ფოტოებს ჟურნალისტი თათა ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს: „ასეთი ოქროს ადამიანები გვესტუმრნენ დღეს“.

ფოტოებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა: „რა საყვარლები არიან“, „როგორი ტკბილი ფოტოა“ – წერენ კომენტარებში.

სიყვარულით დალაგებული ქუჩები

სიყვარულით დალაგებული ქუჩები – “დილის პალიტრის” სტუმრები არიან თბილისის მეეზოვეები გურამ ბოჭორიშვილი და ეთერ ილურიძე

Posted by Palitranews – პალიტრანიუსი on ოთხშაბათი, 20 დეკემბერი, 2023

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები