LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მეუღლე დამეღუპა სიმსივნით.. უნდა მებრძოლა, რომ შვილებს გაჭირვება არ ეგრძნოთ.. ვურეცხავ ტანსაცმელს, ვუმზადებ საჭმელს“ –  43 წლის მარტოხელა მამა, რომელიც ხუთ ბიჭს მარტო ზრდის

205
Untitled design - 2023-12-27T130430.470

ხუთი ბიჭის მარტოხელა მამა – შალვა აბულაძე, რომელმაც მეუღლე სიმსივნის გამო დაკარგა და შვილებს მარტო ზრდის „პირველ არხთან“ თავის ამბავს ჰყვება.

როგორც შალვა აბულაძე ამბობს, თავდაპირველად 5 ბავშვის გაზრდა მისთვის ძალიან რთული გამოწვევა იყო, თუმცა ახლა ყველაფერს თავს ართმევს.

„დაახლოებით 4 წლის წინ მეუღლე დამეღუპა სიმსივნით, ბევრი ვეცადეთ მისთვის სიცოცხლე შეგვენარჩუნებინა, თუმცა სამწუხაროდ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა.. დავრჩით მარტო მე და ბავშვები.

მას შემდეგ, რაც დედის როლის შეთავსებაც მომიწია, ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო: ვურეცხავ ტანსაცმელს, ვუმზადებ საჭმელს, ვიღებ ყოველდღიურ მონაწილეობას მათ მეცადინეობაში, ვცდილობ არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ დედის გარეშე ცხოვრობენ.

თავიდან ვერც წარმოვიდგენდი, რომ მარტო ამ ყველაფერს შევძლებდი, ძალიან გამიჭირდა, შემდეგ შინაგანი ძალების მობილიზება მოვახდინე და შევძელი.

უნდა მებრძოლა იმისთვის, რომ შვილებს გაჭირვება არ ეგრძნოთ.

რთული იყო ბავშვებისთვისაც დედის დაკარგვა, თუმცა ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მხიარული და ლაღი ბავშვობა ჰქონოდათ.

მიუხედავად იმისა, რომ პატარები არიან მიწევს ხანდახან მარტო დავტოვო და სამსახურში წავიდე, ესენი დამოუკიდებლად იყვნენ და მიხედონ თავიანთ თავს.

შეძლებისდაგვარად ვცდილობ იარონ სპორტზეც, მოამზადონ გაკვეთილებიც, შეეჩვიონ დამოუკიდებლობას და შეეგუონ იმ სიტუაციას რასაც დღევანდელობა ქმნის. ვცდილობ ყოველთვის რაღაც მოვუტანო და გავახარო. 

ჩემთვის აუცილებელი ისაა, რომ ბავშვებმა მიიღონ ნორმალური განათლება, აღიზარდონ წესიერ ადამიანებად,“ – ამბობს შალვა აბულაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები