LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მეთიუ მაკკონაჰი მემუარების დასაწერად უდაბნოში განმარტოვდა

139
117593263-3355325357884294-11090488063120930-n

50 წლის მსახიობი მეთიუ მაკკონაჰი მემუარებს გამოუშვებს. მან დღიურის მასალები შეკრიბა, რომელსაც ის მთელი ცხოვრების განმავლობაში აგროვებდა. მემუარების დასაწერად მეთიუ 12 დღით უდაბნოში, ყოველგვარი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კომფორტის გარეშე განმარტოვდა.

„დღიურს იმ წამიდან ვაწარმოებ, რა დროიდანაც წერა ვისწავლე, მას უკვე 36 წელია ვწერ. როგორც იქნა, გამოვნახე დრო, ყველაფერი შემეგროვებინა და გამეერთიანებინა“. – განაცხადა მსახიობმა ვიდეოში, რომელიც „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.

მემუარები, Greenlights გაყიუდვაში 20 ოქტომბერს ჩაეშვება.

https://www.instagram.com/p/CDUAlAWMPIK/?utm_source=ig_embed

https://www.instagram.com/p/CDywZMAlHn6/

როგორც ჩანს, პანდემიის გამო, თვითიზოლაციაში მყოფი ვარსკლავები განვლილ ცხოვრებაზე კარგად დაფიქრდნენ და ბევრი რამ გააანალიზეს. სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ შერონ სტოუნიც მემუარებს გამოუშვებს, რომელშიც ყველაზე პიკანტურ  დეტალებსაც გაუზიარებს მკითველს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები