ლეგენდარული ჯგუფის, Metallica-ს წევრის, ლარს ულრიხის შვილებმა ბენდი Taipei Houston ჩამოაყალიბეს. ბიჭებმა სოციალურ ქსელებში ახალი კომპოზიციის Respecter ნაწყვეტიც გაავრცელეს. ახალ კოლექტივში ლეინს ულრიხი ვოკალისტია და ბას გიტარაზე უკრავს, მაილსი კი დრამერი.
ცნობისთვის, მათი პირველი შოუ კალიფორნიაში, 9 სექტემბერს გაიმართება.