LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მეგრულ სიმღერას წონა არა აქვს, მზის სხივივითაა, ვარსკვლავის სხივივით საიდანღაც მოდის, ძალიან შორიდან…“ – „ჩელა“ მარიამ გომიაშვილის შესრულებით

1125
მარიამ-როინიშვილი

„რანინა“ ყოველ სეზონზე ერთი მეორეზე უკეთეს შემსრულებლებს წარმოგვიდგენს.

ერთ-ერთი გამორჩეული ამ სეზონზე მარიამ გომიაშვილია, რომელმაც „შავნაბადასთან“ ერთად „ჩელა“ განსაკუთრებულად შეასრულა და მაყურებლის აღფრთოვანება დაიმსახურა.

„შავნაბადას“ ხელმძღვანელმა, დავით ცინცაძემ აღნიშნა:

„,,ჩელას” ეს ვარიანტი მარიამის შესრულებით რეპეტიციის დროსაც კი გულს მიჩერებდა, ოღინდ ერთხელ და ორჯერ კი არა, რამდენჯერმე. ეფექტს არ კარგავდა. ,,ჩელა” ვის არ უმღერია, როგორი ვარიანტი და განცდა არ მომისმენია, მაგრამ ეს გოგო ამ თავის პატარა გულს ისე ჩასძახის და იქედან ისეთი ექოს ამოძახილია, რომ მე ძალიან მეხება…

ნოდარ დუმბაძეს დავესესხები:

– მრავალჟამიერი – მილიონ ტონას იწონის ოქროთი,

რომელიც გინდა, ახლა სვანური, – შინა, ვორგილ ვორგილ ვოდა… ყველას აქვს წონა, ყველა სიმღერას, უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

მეგრულ სიმღერას წონა არა აქვს, მზის სხივივითაა, ვარსკვლავის სხივივით საიდანღაც მოდის, ძალიან შორიდან… დიდავოი ნანა… – ამას ვერ აწონი, ამას წონა არა აქვს, ეს სხივია შორიდან, შორიდან მოსული სხივი, ამას რაღაც ინტუიციით თუ მიხვდება კაცი, ამას ვერავითარი მუსიკალური მეცნიერება და ვერანაირი სპეციალური განათლება ვერ დაადგენს ვერასდროს.

მადლობა მარიამს! ,,ჩელას” ეს ვარიანტი მთელი ცხოვრება გამყვება, როგორც მუსიკალური ხედვის ახალი საშუალება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები