LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მეგონა ყველაფერი დამთავრდა, ეს იყო მეხის გავარდნა.. მერვე დღეს შვილმა მუხლისჩოქით მთხოვა: დედა გამოდი, მომაფერებინე, ვაღებ კარს და ვხედავ ერთ კვირაში შეცვლილ ქმარ-შვილს“ – გაიცანით ნარგიზა სიორაძე, რომელმაც მეოთხე სტადიის სიმსივნე დაამარცხა

639
ნარგიზა სიორაძე

მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემების დროს, გამხნევება და მოტივაციის მიმცემი სჭირდება, ნარგიზა სიორაძის ისტორია ნამდვილი მაგალითია.

ნარგიზა სიორაძე, რომელმაც მეოთხე სტადიის სიმსივნე დაამარცხა, საკუთარ გამარჯვების ისტორიას „რუსთავი 2“-ის გადაცემაში, „დილა მშვიდობისა საქართველო“ იხსენებს:

„როდესაც დიაგნოზის შესახებ გავიგე, მეგონა ყველაფერი დამთავრდა, ასე ვიტყოდი – ეს იყო მეხის გავარდნა ცაზე. ერთი კვირის განმავლობაში სულიერად დავეცი, არავისთან ურთიერთობა არ მინდოდა, ჩავიკეტე, მეგონა, რომ ქვეყნად ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა.

მერვე დღეს შვილმა მუხლისჩოქით მთხოვა: დედა უნდა გამოხვიდე, მომაფერებინე. ვაღებ კარს, გამოვდივარ და ვხედავ ქმარ-შვილს, ერთ კვირაში შეცვლილს..

ყველას ვეუბნებოდი: „მე გადავრჩი“. სიმსივნეს მეუბნებოდნენ და მგონი აღარ მაქვს-მეთქი.

ადამიანებს, რომლებიც რთულ გზას ახლა გადიან ვეტყვი, არ უნდა დანებდნენ, უნდა იყვნენ რწმენით, ეს დაავადება დაუმარცხებელი არ არის, კიბო განაჩენი არ არის, ამის მაგალითი პირადად მე გახლავართ“, – აღნიშნავს ნარგიზა სიორაძე.

დამარაცხებული მეოთხე სტადიის სიმსივნე – ნარგიზა სიორაძის მძიმე სენთან გამარჯვების ისტორია

❤️🚶 გივიკო დიდიას მოგზაურობა ოზურგეთში. 😇 დამარაცხებული მეოთხე სტადიის სიმსივნე – ნარგიზა სიორაძის მძიმე სენთან გამარჯვების ისტორია #გივიკო_დიდია

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ხუთშაბათი, 28 მარტი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები