საკულტო და ყველასათვის საყვარელი სერიალის, „მეგობრების“ მსახიობები ამჯერად ჯეიმს კორდენის კარაოკეს ესტუმრნენ.
ჯენიფერ ენისტონმა, ლიზა კუდროუმ, კორტნი კოქსმა, მეთიუ პერიმ, მეთ ლებლანკიმ და დევიდ შვიმერმა მანქანნაში The Rembrandts-ის ჰიტი, I’ll Be There for You შეასრულეს. მათ გადასაღებ მოედანზეც შეიარეს და კორდენთან ერთად ყავა მიირთვეს.
შესრულება საოცრად ემოციური იყო, მას ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია.