LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მედიის ცნობით, სარფის საბაჟოსთან დააკავეს ორი პირი, რომლებმაც სტამბოლში ბანკი გაძარცვეს და 2.5 მი­ლი­ო­ნი თურ­ქუ­ლი ლირა ტომრებით წაიღეს

35
Untitled design (3)

სარფის სასაზღვრო პუნქტზე დააკავეს ორი მამაკაცი, რომლებმაც სტამბოლში ბანკიდან 2,5 მილიონი თურქული ლირა მოიპარეს. 

ამის შესახებ თურქული მედია წერს და ფაქტის ამსახველ ვიდეო კადრებსაც ავრცელებს.

„შემთხვევა კერძო ბანკის ფილიალში მოხდა, კადრებში ჩანს, რომ ეჭვმიტანილმა აიღო ფულით სავსე ტომარა და მივიდა მეგობართან, რომელიც მას ფილიალში ელოდა. მოგვიანებით, ისინი ბანკიდან გამოვიდნენ და გაიქცნენ.

ქურდობა ცოტა ხნის შემდეგ შენიშნეს, როდესაც თანამშრომელი დახლთან მივიდა და ტომარა ვერ იპოვა.

როდესაც სათვალთვალო კამერის კადრებიდან დადგინდა, რომ ტომარა ორმა ადამიანმა წაიღო, ბანკის თანამშრომლებმა პოლიციას აცნობეს“, – წერს ადგილობრივი მედია.

მედიასაშუალებების ცნობითვე, დაკავებულები კოლუმბიის მოქალაქეები არიან.

მათ ჩხრეკის დროს შემდეგი კუპიურები აღმოუჩინეს: 23 ათასი ევრო, 54 ათასი დოლარი, 2 ათასი ფუნტი, 131 ათასი ლირა და 557 კოლუმბიური პესო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები