LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე ყოველთვის კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი შენი არსებობით“ – მარი ნაკანის ემოციური მიმართვა შვილს

505
befunky-collage-2024-03-11t232122.822-2024-03-11_23-21-33_232871

ფოტოგრაფი მარი ნაკანი შვილთან, ლიტა თავაძესთან ერთად გადაცემის ,,მხოლოდ ლელასთან” სტუმარია.

გადაცემის ეთერში დედა-შვილი ერთმანეთთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს.

ლიტა თავაძის თქმით, სურს, რომ მშობლებს იმედები გაუმართლოს.

,,მოზარდისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა, როდესაც გინდა შენი ინდივიდუალურობა გარეთ გამოიტანო. შენი მშობელიც კმაყოფილი იყოს და უხაროდეს, ამდენი წვლილი რომ ჩადო შენში, გაუმართლე. ჩემს არჩევანში ორივე მშობელი გვერდში მიდგას და ყველაფერში მეთანხმებიან”, – საუბრობს ლიტა თავაძე.

მარი ნაკანი აღნიშნავს, რომ შვილით ყოველთვის კმაყოფილი და ბედნიერია.

,,ძალიან ძვირფასია ყოველი წამი, რომელიც შენს შვილთან გაკავშირებს და გულისამაჩუყებელი. ლიტუკასგან მე ის მომწონს, რომ ძალიან სუფთა და წრფელია. არ შეუძლია მოტყუება. ჩემი გულის მოსაგებად კი არ ლაპარაკობს, ისედაც ასე ფიქრობს. მე ყოველთვის კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი შენით, დაბადების პირველი წამიდან”, – ამბობს მარიამ ნაკანი.

„საოცრებას გიმზადებთ, თუ გინდათ დაგასწრებთ“ – მარი ნაკანის ახალი პროექტი

ვიდეო: მარი ნაკანი: „უსიამოვნო რამეს რომ მეუბნებოდნენ გარეგნობაზე, მოქმედებდა, ამიტომ გადავწყვიტე ცხვირის ოპერაციის გაკეთება და ახლა, როცა ძველ ფოტოებს ვუყურებ, ძალიან ვნანობ!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები