LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე თუ რამე წარმატებას მივაღწიე და მე თუ დღეს რამეს წარმოვადგენ…ეს ყველაფერი ჩემი ცოლის, ხათუნას დამსახურებაა” – რეზო ჩხიკვიშვილი ოჯახზე

1639
BeFunky-collage - 2023-03-27T002349.913

მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი მეუღლესთან, ხათუნა ჩაგელიშვილთან ერთად ნოე სულაბერიძის გადაცემის „ნოესთან” სტუმარია, სადაც პირად ცხოვრებასა და ოჯახზე საუბრობენ.

„მე თუ რამეს მივაღწიე, დღეს ეს ბინა მაქვს და ბავშვებს ასეთი განათლება აქვთ, ეს ყველაფერი ხათუნას დამსახურებაა. სიყვარულში ქცევებით გამოვუტყდი. არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი და მე შენ მიყვარხარ. ახლა რომ დავითვალო შესაძლოა რამდენიმეჯერ მქონდეს ნათქვამი”, – საუბრობს რეზო ჩხიკვიშვილი.

როგორც ხათუნა იხსენებს, რეზო მასთან ურთიერთობაში მეგობრულად შევიდა და ერთგვარი ხრიკი იხმარა.

„რეზო ძალიან მზრუნველი ადამიანია. ყველანაირად ხელს მიწყობს და არ არსებობს, რომ რაიმე გამოეპაროს. კარგი მამაა და ბავშვები ძალიან უყვარს. ჩემთან ურთიერთობაში ძალიან მეგობრულად შემოვიდა და ხრიკი იხმარა. გადაღებაზე ერთად ვიყავით და რაღაც დამრჩა. რეზომ წამოიღო, დამირეკა და მკითხა როგორ მოგაწოდოო. მე ვუთხარი, რომ უნივერსიტეტში მოეტანა და დამავიწყდა. მეორე დღეს მივდივარ და ჩემი ჯგუფელები ჩურჩულებენ, აქ იცი ვინ იყოო. რეზო იმდენად ეშმაკი იყო, ჩემს მეგობრებს დაუახლოვდა და სწორედ მათგან მომიდგა. შემდეგ უკვე სიყვარულში გადაიზარდა”, – საუბრობს ხათუნა ჩაგელიშვილი.

რეზო ჩხიკვიშვილი კარიერას ასრულებს: „მე უკვე დამსახურებულად პენსიაზე უნდა გავიდე“…

რეზო ჩხიკვიშვილი: „ვხედავდი ჩემი მეუღლის დატანჯულ სახეს, როგორი ძლიერი ტკივილები ჰქონდა და კიდევ შეეძლო ეთქვა, რომ უარი არ მეთქვა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები