უკვე წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც შაკირა და ჟერარ პიკე ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა, საზოგადოება ფეხბურთელს შაკირას ღალატს ვერ პატიობს.
„ჩემი ყოფილი ლათინოამერიკელია, მისი გულშემატკივრები კი ველურები“- ჟერარ პიკე ახალ სკანდალში ეხვევა
ამჯერად პიკე ღამის კლუბში იმყოფებოდა, სადაც სიტყვით გამოვიდა. უეცრად დარბაზში სტვენა და შეძახილები ატყდა. იქ მყოფი ადამიანები შაკირას სახელს სკანდირებდნენ. პიკე თავიდან მშვიდად შეხვდა დამსწრეთა პროტესტს, თუმცა, შემდეგ თავი ვერ შეიკავა და განრისხდა.
„მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ და თქვენ არავინ, ჯობია თქვენ საქმეს მიხედოთ“, – მიმართა პიკემ მათ.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ პიკე და მისი ახალი რჩეული, კლარა ჩია მარტი ბარსელონაში მდებარე პრესტიჟული ბარიდან გამოაგდეს. ბარის მეპატრონემ, რომელიც შაკირას ფანი აღმოჩნდა, პიკესა და მის რჩეულს მომსახურებაზე უარი უთხრა და მათ სთხოვა ბარი დაეტოვებინათ.
ჟერარ პიკე და მისი ახალი შეყვარებული ბარიდან გამოაგდეს – ბარის მეპატრონე შაკირას ფანი აღმოჩნდა