LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს – გაიზიარეთ არა მხოლოდ ტკივილი, გთხოვთ, ჩემთან ერთად გაიზიარეთ ბრაზი მათ მიმართ, ვინც ჩვენი მომავლის მოკვლა გაბედა“ – იულია ნავალნაია

181
იულია ნავალნაია

კოლონიაში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია ქმრის საქმიანობის გაგრძელებას აანონსებს.

აღნიშნულის თაობაზე ნავალნაიამ მიმართვა YouTube-ზე განათავსა და სოციალური ქსელით გავრცელებისას მოსახლეობას მხარდაჭერა სთხოვა:

„მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. განაგრძეთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის და მოგიწოდებთ, დამიდექით გვერდით.

„კოლონიაში 12 თებერვალს, პაემანზე ვიყავით.. ის იყო ცოცხალი, ჯანმრთელი, მხიარული – არ მინდა სამძიმრის მოსმენა“ – ალექსეი ნავალნის დედა ლუდმილა ნავალნაია

გაიზიარეთ არა მხოლოდ მწუხარება და გაუთავებელი ტკივილი, რომელიც შემოგვეჩვია, გთხოვთ, ჩემთან ერთად გაიზიარეთ ბრაზი, სიძულვილი მათ მიმართ, ვინც გაბედა ჩვენი მომავლის მოკვლა. სირცხვილი არ არის მცირედის გაკეთება, სირცხვილია არაფრის კეთება, სირცხვილია საკუთარი თავის შეშინება”, – განაცხადა იულია ნავალნაიამ. 

როგორც მან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ასევე აღნიშნა, პირობა დებს, რომ ქმრის მკვლელობის მიზეზებსა და უშუალოდ მონაწილე პირებს გამოავლენს:

„აუცილებლად გავარკვევთ ზუსტად ვინ და როგორ ჩაიდინა ეს დანაშაული. დავასახელებთ სახელებს და დავასახელებთ სახეებს“, –  აღნიშნა ნავალნაიამ.

ინფორმაციისთვის, ქმრის სიკვდილის შემდეგ, იულია ნავალნაიამ პირველი განცხადება იმავე დღეს, მიუნხენის კონფერენციაზე გააკეთა და მომხდარზე პასუხისმგებლობა პირადად პუტინს დააკისრა.

გავრცელებულ ვიდეოში ნავალნაია დეტალურად ჰყვება ქმრის განვლილ გზაზე და ამბობს, რომ პუტინმა ყველაზე ძვირფასი, მეუღლე და შვილების მამა მოუკლა, ამიტომ ძალისხმევას არ დაიშურებს დამნაშავე რეჟიმის წინააღმდეგ თავად განაგრძოს ბრძოლა.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი კოლონიაში, 16 თებერვალს გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები