LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მარტო საჭმლისთვის გავაგზავნე 700$.. ამდენს საჭმლისთვის ვხარჯავდი იქ რომ ვიყავი?!“, „შვილების სიყვარულის გამო ვარ აქ“, „მთლიან ფულს ნუ გააგზავნი საქართველოში, თორემ შეეჩვევიან და კაციშვილი არ იფიქრებს იმას, შენ აქ როგორ გაგიჭირდება..“ – ქართველი ქალების ურთულესი ყოფა ემიგრაციაში

199
Untitled design (3)

მომღერალ გიორგი შალვაშვილის საავტორო გადაცემაში „გაფანტული მარგალიტები“ ქართველი ემიგრანტი ქალები ემიგრაციაზე, საზღვარგარეთ ყოფნის მიზეზებზე და არსებულ რთულ ყოფაზე საუბრობენ.

„4 კვირა გახდა, რაც მე მარტო საჭმლისთვის გავაგზავნე 700$.. ადამიანს, რომელსაც მალე მინდა ჩავიდე.. მითხარი, 700$-ს საჭმლისთვის ვხარჯავდი იქ რომ ვიყავი?! 3 სული მყავს დატოვებული..“ – აცხადებს ერთ-ერთი ემიგრანტი.

ერთ-ერთი ქალი აცხადებს, რომ „დედას, რომ შვილები უყვარს, ნურავინ შეედრება.. რადგან ის შვილის გულისთვის ყველაფერს გააკეთებს.. როგორც მე და ასევე თქვენ გააკეთეთ“.

ერთ-ერთი ქალი ემიგრანტის თქმით კი, ემიგრანტებმა რაღაც თანხის საკუთარი თავისთვის გადადება უნდა შეძლონ.

„პირველი ხელფასი შენთვის დაიტოვე. არაფერი არ გააგზავნო საქართველოში და არც ის თქვა, მთლიანად რამდენი გაქვს ხელფასი, 400 თუ 500$. თორემ, მოხდება ისე, რომ მთლიან ფულს საქართველოში გააგზავნი, გავა რამდენიმე თვე და კაპიკი არ გექნება შენთვის. შეეჩვევიან შენგან ფულის გაგზავნას და კაცი შვილი არ იფიქრებს იმას, შენ აქ როგორ გაგიჭირდება.. რადგან ძალიან პატარა ხარ.. მაგრამ მიეჩვევი აქ ყოფნას. იმათ ნუ მიაჩვევ, შენი ნაშრომის იოლად დახარჯვას..“, – აცხადებს ქალბატონი.

ცნობისათვის, მომღერალი გიორგი შალვაშვილი, საავტორო გადაცემის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნებს სტუმრობს და ემიგრაციაში მყოფ ქართველებზე საინტერესო სიუჟეტებს ამზადებს.

მისი მომზადებული სიუჟეტები შეგიძლიათ იხილოთ გადაცემის ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე: Pearls Tv • გაფანტული მარგალიტები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები