მარიამ ტონკო „შენს დილას“ უყვება ამბავს, როგორ შეიფარა კლასელის დედამ და როგორ გაუწია მას დედობა:
„სულ ბევრი ამბავი მიტრიალებს თავში, მაგრამ ერთი ამბავია ის, რომ კლასელის დედამ შემიფარა, თავისთან მაცხოვრა და მისგან დედობას ვიღებდი. დედა რომ გარდამეცვალა, 15 წლის ვიყავი, სახლები გამიყიდეს… ვიბრძოდი, რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. იმდენად ცუდად ვიყავი, რომ ცხოვრება აღარ მინდოდა… გგონია, რომ რაღა უნდა გააკეთო მეტი… მიშვილეს-მეთქი, ვერ ვიტყვი, რადგან მამა მყავდა, მაგრამ კაცისთვის რთული აღმოჩნდა ჩემთან ერთად დარჩენა და მუშაობდა… რაც გჭირდება ემოციურად, აღზრდა და ლაპარაკი, მისგან ვიღებდი… მანჩო ამბობდა, ჩემი მესამე შვილიაო… ხშირად დამიძინია ფიქრში, რომ ვითომ ეს ჩემი სახლია, მაგრამ ხშირად მქონდა შიში, რომ ეს ჩემი არ იყო და არ ვიყავი მისი ნაწილი. ასეთი კარგი ადამიანები საქციელით გაჩვენებენ, რომ სწორ ადგილას ხარ… ბევრი ფაქტი იყო საკმარისი, რომ დამეჯერებინა, მიმიღეს…“