ექიმი მარი მალაზონია 24 მარტს იუბილარია.
მარის შვილებმა დედას სიურპრიზი მოუწყვეს და პირდაპირ ეთერში მიულოცეს.
სიურპრიზის ნახვისას მარი მალაზონიამ ცრემლები ვერ შეიკავა.
„შენ არაჩვეულებრივი და ყველაზე კარგი დედა ხარ“. – ამბობენ მარი მალაზონიას შვილები.
„ძალიან მტირალა გავხდი, არ ვიცი, ეს ვინ ჩაიდინა და მით უფრო ჩემი შვილების ჩართულობა წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ეს მოხდეს. კადრს მიღმა გოგოებს აუცილებლად ვუსაყვედურებ “. – ამბობს მარი მალაზონია.