„იმედის კვირა“ მოქმედ მერსა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს ოჯახში ესტუმრა.
დედაქალქის მერი სამ წლამდე ბებიასთან იზრდებოდა.
დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული ეს პატარა ხის ოდა. ბებიას მჭადები ახლაც მახსოვს, რომელიც კეცებზე ცხვებოდა.
დიდი ეზო იყო და ძალიან ბევრს ვთამშობდით.
სამტრედიაში კი სახლში ის ადამიანები ელოდებიან, ვისაც მისი ბავშვობიდან სჯეროდათ.
სკოლიდან რომ ვბრუნებოდი, პირველი, რასაც ვაკეთებდი ეს იყო გაკვეთილები და დედაჩემი მეხმარებოდა ამაში.
„ზერელედ მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია“, – ამბობს დედა.
„რასაც დაისახავდა მიზნად, ყველაფერს ასრულებდა“. – იხსენებს მამა.
ბავშვობიდან მინდოდა, ფეხბურთელი გამოვსულლიყავი, ამბობს, კალაძე.
ბავშვობაში უთხრეს, რომ ფეხბურთელი არ გამოვიდოდა, თუმცა თვითონ ყველას დაუმტკიცა… რო ცდებოდნენ.
90-იანი წლებში, ცხოვრობდა გლდანში მამიდასთან. წითელ „კერასინკასთან“ როდესაც თბებოდა, ოცნებობდა, რომ თბილისის დინამოში მოხვედრილიყო.
მერობის კანდიდატმა საფეხბურთო კარიერის დასაწყისი გაიხსენა და კიევის „დინამოში“ გატარებულ წლებზეც ისაუბრა.
„ვტიროდი ყველა ვარჯიშის შემდეგ, ისეთ ცუდ მდგომარეობაში ვიყავი.{მინდოდა}კიდევ უფრო მეტი გამეკეთებინა. ბოლოს ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი“, – ამბობს კალაძე.
შემდეგ „მილანიც“ გაიხსენა.
„ყოველდღე მიწევდა დამტკიცება, რომ ვიყავი საუკეთესო“, – იხსენებს კალაძე.
ზენიტში იყო დაცემა, ეს იყო პირადი ტრაგედია. ძმის გარდაცვალებამ ძალიან შეცვალა….
მან იცის, როგორი იმედი ჰყავს ჩემი სახით, – ამბობს დიზაინერმა ანუკი არეშიძე მეუღლეზე.
„როდესაც მან გადაწყვიტა ამ ბრძოლაში შესულიყო, მე მაქსიმალურად დავუდექი გვერდით, როგორც მეუღლე, როგორც მისი მეგობარი და მან იცის, როგორი იმედი ჰყავს ჩემი სახით“, – განაცხადა ანუკი არეშიძემ.
ამბობს, რომ არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერი აქვს ცხოვრებაშ ნანახი, გაჭირვებაც და სიხარულიც.
ვი