Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ვიდეო: “მამაჩემს მამას ვეძახი, თუმცა ეს სიტყვა ყურში უცნაურად მხვდება, რადგან ჩემს ცხოვრებაში, როგორც პერსონაჟი არ ყოფილა” – ნუკა კვალიაშვილი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “მამაჩემს მამას ვეძახი, თუმცა ეს სიტყვა ყურში უცნაურად მხვდება, რადგან ჩემს ცხოვრებაში, როგორც პერსონაჟი არ ყოფილა” – ნუკა კვალიაშვილი

515
BeFunky-collage - 2023-01-22T012843.317

ეკა კვალიაშვილის შვილი, მომღერალი ნუკა კვალიაშვილი თათია შარანგიას საავტორო გადაცემა “სთორის” სტუმარია.

ნუკა გადაცემაში ოჯახის შესახებ საუბრობს და საკუთარ განცდებზე გვიყვება.

“დედაჩემის და მამაჩემის თანაცხოვრება არ მახსოვს. არ მახსენდება ეს ყოველდღიური კომუნიკაცია მამა-შვილობის. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემს მამას ვეძახი, ეს სიტყვა ყურში უცნაურად მხვდება. თვითონ პერსონაჟია ჩემს ცხოვრებაში უცნაური, რადგან ჩემთვის არ ყოფილა. [ბოდიშის მოხდა უცდია], ბევრჯერ გვისაუბრია. ეს ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, არ მინდა ლაპარაკი, ვინ არის სწორი და ვინ არასწორი.

მე ვიცი მამაჩემის მდგომარეობა და გვისაუბრია ღიად. დიდი სიამოვნებით დავაბრუნებდით დროს და რაღაცებს შევცვლიდით. გვარი შევიცვალე, რადგან აქ უკვე ამაგის მომენტია. ყველაზე მეტი ამაგი ჩემს ცხოვრებაში ბებიას, ბაბუას და დედას ჰქონდათ. დედაჩემი იყო ქვა და რკინა. ჩემი არსებობა მისთვის მოტივაცია იყო. დედაჩემი ჩემთვის დედიკოც არის და მამიკოც.

ალბათ ბევრ რამეში დამეხმარებოდა, ისეთი ურთიერთობა რომ მქონოდა ნახევარ და-ძმასთან, როგორიც რეალურად და-ძმას უნდა ჰქონდეს. ძალიან ბევრი რამ გადაილახებოდა, იმაზე მარტივად, ვიდრე მარტომ გადავლახე და გავიარე. ამის პარალელურად გული არ მწყდება. მნიშვნელოვანია, რომ მამრობითი სქესისთვის დახმარება არასოდეს არ მითხოვია და ყველაფერს მე თვითონ ვაგვარებდი. ერთადერთი რასაც ვისურვებდი, მინდა ამაზე ძლიერი და უკეთესი ვიყო”, – საუბრობს ნუკა კვალიაშვილი.

„კეთილი იყოს შენი ფეხი ძალიან ლამაზო ალექსანდრა“ – ნუკა კვალიაშვილს მესამე შვილი შეეძინა

როგორ უმკლავდება სამი შვილის დედა ნუკა კვალიაშვილი სირთულეებს: „ალბათ, ვისაც შვილები ჰყავს, გულიანად გაეცინება…“

იხილეთ გადაცემა სრულად:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები