LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მამა შალვამ ვაკის პარკში გარდაცვლილი მარიტას ახლად დაბადებული და ნინოობაზე მონათლა: „მარიტა დაესიზმრა დედამისს და უთხრა, რომ გოგონა ეყოლებოდა, რომლისთვისაც ტატა უნდა დაერქმია…“

3422
მარიტა და მამა შალვა

გრიგოლ ხუნწარია სოციალურ ქსელში მამა შალვას ქადაგებას ავრცელებს, სადაც ის ვაკის პარკშ ტრაგიკულად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ოჯახისა და მისი დის მონათვლის შესახებ საუბრობს.

მამა შალვა აღნიშნავს:

„სასიხარულო ამბავი უნდა გითხრათ. იცით ჩვენი მარიტას ამბავი ყველამ, რომელიც ვაკის პარკში მეგობრობას შეეწირა. საოცარი ადამიანი… გუშინ მოვნათლეთ მისი და. მის მშობლებს მარიტას შემდეგ 13 წელი აღარ დაფეხმძიმებულა ანა. როგორი სასწაულია ღმერთი… როგორ გაუთვლელია მისი გზები. ბარბარობას დაიბადა პატარა ტატა. ნინოობას მოვნათლეთ, მე და საბა ვიყავით ნათლიები. ისეთი შეგრძნება იყო მადლიერების. ღმერთი როგორი მოწყალეა. ეს საოცარი საჩუქარი გვაჩუქა ტატას, იმავე ბარბარეს სახით. მინდა, მივულოცო დავითსა და ანას ეს სასწაული. ჩემთვის მარიტა არის სიამაყე, ერის სიმტკიცე. ამ გოგომ პირადად მე ძალიან მამხილა, მეგობრობის გამო თავგანწირვამ. საიდან იყო 13 წლის გოგოში ამხელა თავგანწირვა. ეს ბიჭებიც როგორი მაგარი ბიჭები იყვნენ… მარიტას ბურთის გამო სიცივეში შევიდნენ იქ. მარიტა კი მათ გადასარჩენად შევიდა… რამხელა გმირობაა. ჩვენ კი პატარა რამეს ვერ ვთმობთ ხოლმე. გააზრებულად შევიდა იქ, სადაც სხვები ვერ შედიოდნენ. მარიტამ ჩვენი ცხოვრება შეცვალა. ეხმარება შვილიერებაზეც. თელავიდან ერთი ქალი ჩასულა, დიდხანს არ ჰყავდა შვილი, სიზმარში მარიტა უნახავს. მის საფლავზე მისულა, ითხოვა და ორ კვირაში დაფეხმძიმდა. ანასაც მარიტა დაესიზმრა და მარიტამ უთხრა, გოგო გეყოლება და ტატა უნდა დაარქვაო. ასეთი სასწაულები მოაქვს ამ ბავშვს. მადლობა ღმერთს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები