LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მამა შალვა კეკელია მოვიდა და დაჩოქილმა წაუკითხა ლოცვა.. დათი სიცოცხლისთვის იბრძვის და აუცილებლად უნდა გადარჩეს!“ – ვარლამ წიკლაური

28760
BeFunky-collage (4)

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვი, რომელიც ახლა ისრაელში მკურნალობს და იბრძვის სიცოცხლისთვის, მამა შალვა კეკელიამ მოინახულა და დაჩოქილმა წაუკითხა ლოცვა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში “იმედის” ჟურნალისტი, ვარლამ წიკლაური წერს.

“დღეს 8 წლის დათის სანახავად ვიყავით. მამა შალვა კეკელია მოვიდა და დაჩოქილმა წაუკითხა ლოცვა.

დათი სიცოცხლისთვის იბრძვის და აუცილებლად უნდა გადარჩეს!

მკურნალობა ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

ძალიან გთხოვთ დავეხმაროთ

ანგარიშის ნომერი: #GE05TB7962745064300024 #GE90BG0000000101545483″

 

 

 

8 წლის ბავშვს, რომელიც ამ ეტაპზე, ისრაელში მკურნალობს, უკვე სამი ოპერაცია დასჭირდა.

შეგახსენებთ, მოზარდს ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა დავით ჯალაღონიას, რომელიც ბრალდებულია 31 მარტს, 8 წლის ბავშვზე ავტომანქანით დაჯახების საქმეში.

ამავე თემაზე შეგიძლიათ, ნახოთ:

„გუშინ გაიღვიძა, მშობლები ნახა, ვერ კონტაქტობს, მაგრამ ემოციებს გამოხატავს“ – შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულ ბავშვს ისრაელში გადაიყვანენ 

პეკინის გამზირზე ავტომობილი ტროტუარზე მდგომ 2 ადამიანს დაეჯახა

მთავარია ბავშვი გადარჩეს, ჩემ თავზე არ ვფიქრობ, დამნაშავე ვარ, პატიმრობა მეკუთვნის: შარტავას ქუჩაზე ავარიის საქმეზე ბრალდებული

“ვიდეოჯარიმასთან ერთად ქულებიც უნდა ჩამოეჭრათ” – რა გამოსავალს ხედავენ სპეციალისტები, რომ შარტავას ქუჩაზე მომხდარი მძიმე ავარია მუდმივ სტატისტიკად არ იქცეს

სულ ამ ადგილას იდგა და ელოდებოდა ხოლმე ჩემი ტკბილი ბიჭი, ღმერთო მიცოცხლე, მეტს არაფერს აღარ გთხოვ: რას წერს ავარიისას დაშავებული მოზარდის დედა

“5 ოპერაცია ჩაუტარდა 8 საათის განმავლობაში” – როგორია შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა

“თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დედაენის ბაღში ვგორაობდით ხოლმე ასე მე და ჩემი ბიჭი” – შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული ბავშვის დედა შვილს ემოციურ პოსტს უძღვნის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები