მადონას ,,საზეიმო ტურნე’” გრძელდება. მისმა ბოლო პერფორმანსმა სიეტლში მცირე ინციდენტით ჩაიარა. არტისტი სიმღერის, Open Your Heart შესრულების დროს სცენაზე წაიქცა. სკამი, რომელიც მის პარტნიორ მოცეკვავეს მოჰქონდა, ასრიალდა, მადონა კი სკამიდან გადმოვარდა. შემთხვევის მიუხედავად, 65 წლის მადონამ სიმღერა გააგრძელა.
ცნობისთვის გასულ კვირას 65 წლის არტისტს ერთ-ერთი პერფორმანსისას უნებლიე შეცდომა მოუვიდა. ის შოუს ტორონტოში მართავდა, რომელიც ბოსტონში აერია.
,,მზად ხარ, ბოსტონო?!”, – ამ სიტყვებით მიმართა მან პუბლიკას, რაზეც თავადვე ჩაეცინა, რადგან უზუსტობას მალევე მიხვდა, გამოასწორა და უხერხული მომენტისთვის ბოდიშიც მოიხადა.
ვიდეო: უხერხული მომენტი მადონას კონცერტზე – პოპის დედოფალს ტორონტო ბოსტონში აერია