გერმანული „ვოისის“ მონაწილე, ლიზი გოგუა, „იმედის დილის“ სტუმარი იყო.
ლიზი გოგუას, გერმანულ „ვოისში“ ოთხივე მენტორი შემოუტრიალდა და ნახევარ ფინალშიც გადავიდა, მაგრამ წარმატება ამით არ დასრულებულა.
„იმედის დილაში“ ლიზა გოგუამ მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„გერმანულ „ვოისში“ მონაწილეობით უდიდესი გამოცდილება მივიღე. სანამ ნახევარ ფინალი დაიწყებოდა, დამიკავშირდა პროდიუსერი, რომელმაც ჩემთან მუშაობის სურვილი გამოთქვა.
მისი დიდი სურვილი იყო, რომ პირველი ნაბიჯების გადადგმაში დამხმარებოდა. მასთან გავაფორმე კონტრაქტი და ოფიციალურად ჩემი მენეჯერი გახდა. მოხდა ისე, რომ მისი დახმარებით პროდიუსერთა ჯგუფი დამიკავშირდა ამერიკიდან, ლოს ანჯელესიდან.
მათ აქვთ გამოცდილება ჯენიფერ ლოპესთან და დენი ლოვატოსთან მუშაობის. მასთან გავაფორმეთ უკვე კონტრაქტი. დაიწერა სამი საავტორო სიმღერა, რომელზედაც უკვე ნახევარი წელია, ვმუშაობთ. პირველი სიმღერა სტუდიურად უკვე ჩაიწერა და კლიპიც გადავიღეთ“. – ამბობს ლიზა გოგუა.