LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლიხტენშტაინის პარლამენტში მიწისძვრების საკითხის განხილვა მიწისძვრამ ჩაშალა

47
earthquake-hits-european-country-liechtenstein_1662171890

ლიხტენშტაინში მიწისძვრა იმ დროს მოხდა, როცა პარლამენტი მიწისძვრის საკითხს განიხილავდა. ბუნებრივია, სხდომა ჩაიშალა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ავრცელებს.

დეპუტატებს მსჯელობა ახალი დაწყებული ჰქონდათ, როცა მცირე მონაკვეთში ორი ბიძგი დაფიქსირდა.

პირველი ბიძგი არც თუ ისე ძლიერი, მხოლოდ 2,4 მაგნიტუდის იყო და პარლამენტარებს მხოლოდ ღიმილი მოჰგვარა, თუმცა შემდეგ იყო 3,9 მაგნიტუდის ბიძგი, რომლის შემდეგაც სხდომა შეაჩერეს და ევაკუაცია გამოაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ მიწისძვრის დროს პარლამენტი მიწისძვრის შემთხვევაში უსაფრთხოების საკითხებს განიხილავდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები