LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლევან ანდრონიკაშვილი: „10-15 წლის წინ უკვე ვიცოდით, რომ ორსულობის მოშლის დროს ან მამაკაცი იყენებდა მარიხუანას, ან ქალი… მინახავს ხალხი, რომელმაც ერთხელ მოწია და იმის შემდეგ შფოთვებსა და პანიკებშია…“

262
ლევან ანდრონიკაშვილი

რა ზემოქმედებას ახდენს მარიხუანა ადამიანის ტვინსა და პოტენციაზე. ამის შესახებ ფსიქიატრი ლევან ანდრონიკაშვილი „იმედის დღს“ ესაუბრება.

„მარიხუანა არის მესამე ყველაზე მოხმარებადი ნივთიერება მსოფლიოში, რომელმაც შეიძლება გამოიწვისო ადიქციაც.

დოზის რეგულირება ასე ადვილი რომ იყოს, კარგი იქნებოდა. რას მოელიან, რა გინდა შეცვალოთ მარიხუანის მიღებით? ზოგი ამბობს, კრეატიულობა მიუკეთესდებაო, მაგრამ რომ შეადარეს, ეს არის შეგრძნება და არა სინამდვილე. იმავე პიროვნებას ბევრად მცირე დროში შეუძლია გააკეთოს იმავენაირი პროექტი, ვიდრე მარიხუანას გამოყენების დროს… მეხსიერება, კონცენტრაცია, გადაწყვეტილებების მიღება… ადამიანი კარგავს დროის შეგრძნებას.

მინახავს ხალხი, რომელმაც ერთხელ მოწია და იმის შემდეგ შფოთვებსა და პანიკებშია.

10-15 წლის წინ უკვე ვიცოდით, რომ ორსულობის მოშლის დროს ან მამაკაცი იყენებდა მარიხუანას, ან ქალი. ორჯერ მეტია ასეთ შემთხვევებში. მერე დაისვა კითხვები, რა გავლენა ჰქონდა კვერცხუჯრედსა და სპერმატოზოიდზე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები