LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლეგენდარული ლოტბარის 14 წლის შვილთაშვილი გოდერძი შარაშიასთან ერთად მეგრულ სიმღერას ასრულებს

651
გოდერძი შარაშია და მარიამი

ლეგენდარული ქართველი ლოტბარის, არტემ ერქომაიშვილის შვილთაშვილი, 14 წლის მარიამი „იმედის დღეს“ ესტუმრა და გადაცემის წამყვანთან, გოდერძი შარაშიასთან და იზოლდა ფიფიასთან ერთად სიმღერები შეასრულა.

„ასაკი ასე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ბავშვობიდან ვმღერი. ყოველთვის ანზორი ბიძიასთან ვიყავი ხოლმე სახლში, დაჯდებოდა პიანინოსთან და მიკრავდა სიმღერებს. მაშინ არც კი ვიცოდი, როგორ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა, ისე ლაღად ვიყავი. მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, პირველად ლაშა ღლონტის სტუდიაში შემიყვანეს, ქალბატონ ნატო თოთიბაძესთან. „ჭრიჭინას“ ვაკეთებდით და მაღლა ვერ ავდიოდი, მაშინ ანზორი ბიძიამ მასწავლა, როგორ შემესრულებინა „აბა დელი დელი დელა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები