LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლედი გაგამ გამვლელს თავისი ქურთუკი აჩუქა

239
maxresdefault

ლედი გაგა და მისი შეყვარებული, მაიკლ პოლანსკი მალიბუს ერთ-ერთ მაღაზიაში იმყოფებოდნენ. წყვილს პაპარაცებისგან შეუმჩნევლად სურდა მაღაზიის დატოვება, ამ დროს იქ ადგილობრივი მაცხოვრებელი, 27 წლის შენონ მაკი შევიდა. გოგონას გაგას დანახვა საოცრად გაუხარდა და მას უთხრა, რომ ქურთუკი ძალიან უხდებდა. ლედი გაგამაც ის გაიხადა და შენონს აჩუქა.

ამ ჟესტის დაფიქსირება პაპარაცებმა მაინც მოახერხეს, მოგვიანებით კი აღფრთოვანებულმა გოგონამ დეტალები ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში გაიხსენა.

„მე მას ვუთხარი, რომ ქურთუკი უხდებოდა, შემდეგ კი ჩემი მეგობრის ისტორია მოვუყევი, რომელიც მისი ფანი იყო და მისი ინსპირაციით საკუთარ სექსუალურ იდენტობაში გაერკვა, უეცრად მან ქურთუკი გაიხადა და მითხრა, რადგან ასე ძალიან მოგეწონა, შენი იყოსო“.- ამბობს შენონი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები