ლას-ვეგასის აეროპორტში ერთმანეთს ორი თვითმფრინავი დაეჯახა და შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.
ინციდენტი 17 ივლისს, ადგილობრივი დროით 12 საათზე მოხდა. სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სააგენტოს ინფორმაციით, ერთძრავიანი თვითმფრინავი Piper Pa-46 დასაჯდომად ემზადებოდა, როდესაც ერთძრავიან ლაინერს Cessna 172-ს დაეჯახა. ორივე ლაინერის ბორტზე 2-2 ადამიანი იმყოფებოდა.
ინციდენტის გამოძიება გრძელდება.
BREAKING NEWS: Reports are two aircraft collided at North Las Vegas Airport just now ???? pic.twitter.com/aDtlvvyDWL
— 702MEMES (@702MemesLV) July 17, 2022