კომპანია Land Rover მუშაობს ახალ ტექნოლოგიაზე, რომელიც მძღოლს საშუალებას მისცემს რომ განსაკუთრებით ცუდ გზებზე ავტომობილი დისტანციურად მართოს.
ეს ფუნქცია ავტომფლობელს საშუალებას მისცემს, რომ საშიშ ადგილებში ავტომობილიდან გადმოვიდეს და გზა მის გვერდით მდგომმა გადალახოს. შეზღდული სივრცის პირობებში, ეს ფუნქცია მანევრირებას ბევრად გაამარტივებს.
როგორც მწარმოებლის მთავარმა ინჟინერმა განაცხადა, ახალი ყველგანმავალი სწორედ იმ გათვლით შეიქმნა, რომ მომავალში მასზე დისტანციური მართვის ტექნოლოგია უნდა დაემონტაჟებინათ. სისტემამ პირველი ცდები წარმატებით გაიარა და ამჟამად მის გაუმჯობესებაზე მუშაობენ.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად სიახლის გაუმჯობესებისა, რაც უამრავ კამერასა და ასისტენტს მოიცავს – ბუნებრივია ხელოვნური ინტელექტი ადამიანს ვერ შეედრება.
რაც შეეხება ახალ Defender-ს – ძრავთა ასორტიმენტში ბენზინისა და დიზელის 200-დან 400 ცხენის ძალამდე ძრავები შედის. ასევე არაა გამორიცხული, რომ მალე მოდელის ჰიბრიდული ვერსიაც შეიქმნას.