მარინა ბერიძე ნიკა გვარამიას შეწყალებას მედიასთან საუბრისას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ამბავი როდესაც გაიგო კონცერტზე იმყოფებოდა.
მისივე თქმით, დღეს მთელი საქართველოსთვის ბედნიერი დღეა.
„მე და სოფო ერთად ვიყავით კონცერტზე, ვუსმენდით შოპენს. ჩემი ტელეფონი გადაირია, ბოლოს ვიფიქრე, რა ხდება და მწერენ, ნიკა გვარამია გამოუშვეს. კინაღამ ვიყვირე, გაჩერდით, ნიკა თავისუფალია. მთელი საქართველოსთვის ბედნიერი დღეა. ყველაფერი კარგად იქნება”, – საუბრობს მარინა ბერიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.
„სალომე ზურაბიშვილმა რუბიკონი გადალახა” – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას შეწყალებას