მომღერალი გიგი დედალამაზიშვილი გადაცემა „გამომწვევ თამაშებს“ სტუმრობდა, სადაც ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს დედას, ციცი ფალავანდიშვილს დაურეკა და უთხრა, რომ „ფეხი ორი ზომით გაეზარდა, ფეხსაცმელს ვეღარ იცვამს და არ იცის რა გააკეთოს“.
აღნიშნულ მონაკვეთს გიგის დედა ციცი ფალავანდიშვილი Facebook-ზე ეხმაურება და წერს, რომ გიგისგან ასეთ ხუმრობას არ ელოდა.
„კინაღამ გულის შეტევა დამემართა, როგორ დავიჯერე???? 🙈🙈🙈🙈🙈 გიგისგან ასეთ ხუმრობას არველოდი და – ა ბატონო 🙈🙈🙈“, – წერს ციცი ფალავანდიშვილი.