საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის „სერია A“-ში მორიგი გოლი გაიტანა.
ხვიჩა კვარაცხელიამ „კრემონეზეს” კარი აიღო და თამაშის 22-ე წუთზე გოლი გაიტანა.
„სერია A“-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე 9 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია დღეს 22 წლის გახდა და გოლის სახით მან საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთა.