„ვინ ვინ არის“ მეორე სეზონი „იმედზე“ დაიწყო და ჟიურის წევრებთან ერთად, მაყურებელსაც ძალიან აინტერესებს, ვინ იმალება ამა თუ კოსტიუმის მიღმა.
პერსონაჟმა სახელად ხმელი წიფელი რომა რცხილაძის „ნატვრის ხე“ შეასრულა და ჟიურის წევრები დააბნია. მათ თავდაპირველად ხმელი წიფელი რატი დურგლიშვილი ეგონათ, შემდეგ კი გადაწყვიტეს, რომ ის საერთოდ არ არის მომღერალი, თუმცა მისი შესრულებით აღფრთოვანებულები დარჩნენ.