ხანდახან ვფიქრობ, რისთვის დაიღუპნენ ჩემი შვილები. გული მწყდება, რომ ვხედავ, ამოდენა რუსები ისევ შემოდიან, ისევ თავის საქმეს აკეთებენ, – აღნიშნულის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ძმები რომელაშვილების მამა, მურაზ რომელაშვილი „ფორმულასთან” აცხადებს.
მისივე თქმით, ვინც იმქვეყნად წავა, საქართველოსთვის რაღაც მაინც უნდა დატოვოს.
„ხანდახან ვფიქრობ, რისთვის დაიღუპნენ ჩემი შვილები. გული მწყდება, რომ ვხედავ, ამოდენა რუსები ისევ შემოდიან, ისევ თავის საქმეს აკეთებენ. ჩემმა შვილებმა თავისი გმირობა და ვაჟკაცობა დატოვეს ამ ქვეყანაზე. ჩემმა შვილიშვილმა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ვიცი, რომ მამას არასდროს არ შეარცხვენს.
ამქვეყნად არავინ არ დავრჩებით, მაგრამ გააჩნია როგორ წავალთ. ვინც იმქვეყნად წავა, საქართველოსთვის რაღაც მაინც უნდა დატოვოს”, – საუბრობს მურაზ რომელაშვილი.
„ჩემმა შვილებმა თავისი გმირობა და ვაჟკაცობა დატოვეს ამ ქვეყანაზე“ — მურაზ რომელაშვილი
„ხანდახან ვფიქრობ, რისთვის დაიღუპნენ ჩემი შვილები. გული მწყდება, რომ ვხედავ, ამოდენა რუსები ისევ შემოდიან, ისევ თავის საქმეს აკეთებენ,“ — აგვისტოს ომში დაღუპული ძმები რომელაშვილების მამა
Posted by Formula • ფორმულა on Tuesday, 8 August 2023