LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ხალხისგან დაცლილ სანაპიროებზე კუები გამრავლდნენ

148
olive-ridley-sea-turtles

ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში ასამდე წყლის კუ შეამჩნიეს. კარანტინის გამო სანაპირო ცარიელი იყო და ცხოველები ტერიტორიაზე თამამად გამოვიდნენ.

უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში კუები ინდოეთში არავის უნახავს, ამიტომ მათი დაბრუნება, თანაც დღისით, ნამდვილი მოვლენა იყო.

კუები გამრავლებისთვის ემზადებოდნენ და ოდიშას შტატის დაცლილი სანაპირო ამისთვის საუკეთესო ადგილად ჩათვალეს.

როგორც წესი, კუები კვერცხებს გვიან ღამით დებენ ხოლმე, თუმცა იმის გამო რომ სანაპირო ხალხისგან დაცლილი იყო, გასამრავლებლად დაბნელებისთვის აღარ დაუცდიათ. ეს პროცესი მარტში დაიწყო და მაისის დადგომასთან ერთად უსაყვარლესი არსებები გამოჩნდნენ.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინოეთში წელს მინიმუმ 70 ათასი ზღვის კუ დაიბადა და მათი წყლის მიმართულებით გადაადგილება ყველაზე ემოციური სანახაობა იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები