ნანუკა სტამბოლიშვილი და ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი გადაცემა „პრაიმშოუს” თანაწამყვანები არიან.
გადაცემაში ჰალილმა თურქული სიმღერა „Kendini Bana Bırak” შეასრულა, რამაც საზოგადოების მოწონება და დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
„ნახეთ რა ლაღია სცენაზე, როგორ უხდება სიმღერა და სცენაზე მოძრაობები, ეს ახალგაზრდა სიმღერისთვის და სცენისთვისაა დაბადებული, როგორ ერთიანად შეგვაყვარა თავი დიდს და პატარას არაჩვეულებრივი პიროვნება, თუმცა მე სერიალშიც მომწონს მისი მკაცრი იმიჯი”, – ვკითხულობთ კომენტარებში.
შეგახსენებთ, რომ ნანუკა და ჰალილი ცნობილ თურქულ სერიალში „სხვისი შვილი” მთავარ როლებში არიან და საზოგადოებას სერიალში მათი წყვილი ძალიან უყვარს.
ვიდეო: ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანის თურქულ ნამღერზე ანრი ჯოხაძე და სალომე ღვინიაშვილი ცეკვავენ
ვიდეო: ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი თურქულ სიმღერას მღერის
ნანუკა სტამბოლიშვილის ახალი ფოტოსესია – თურქული სერიალის ვარსკვლავი შესანიშნავ ფორმაშია