Hulu-მ და Disney+-მა ერთობლივი პროექტის, კარლ ლაგერფელდის შესახებ გადაღებული მინი სერიალის თიზერ-თრეილერი გამოაქვეყნა. ექვსეპიზოდიან სატელევიზიო შოუს, რომლის პირველ სერიას მაყურებელი 7 ივნისს იხილავს, Becoming Karl Lagerfeld ჰქვია.
ეკრანიზაცია, რომელიც რაფაელ ბაკეს წიგნს – Kaiser Karl ეფუძნება, 70-იანი წლების პარიზის, მონაკოსა და რომის გულში გვამოგზაურებს და იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ როგორ იქცა რთული და მიზანსწრაფული გერმანელი მოდელიერი ფართო საზოგადოებისთვის აღიარებულ და ლეგენდარულ პერსონად.
85 წლის ასაკში გარდაცვლილ დიზაინერს, დანიელ ბროული განასახიერებს.
შეგახსენებთ, რომ კარლ ლაგერფელდი 2019 წლის 19 თებერვალს, პანკრეასის კიბომ იმსხვერპლა.