რეჟისორი ქეთი დოლიძე “ღამის პრაიმ ტაიმში” იხსენებს, რომ მისი საავტორო ფილმის “კუკარაჩას” პრემიერის შემდეგ, კანონიერმა ქურდებმა 100 ცალი ვარდი გაუგზავნეს.
“მახსოვს მამა იყო სახლში, ამოვიდა ვიღაც პატარა ბიჭი, გავაღე კარები და დამხვდა უზარმაზარი წითელი ვარდები 100 ცალი. შიგნით იყო პატარა ბარათი: “დიდი მადლობა ქეთი, გენაცვალე…საქართველოს ქურდები”. ზაზა კოლელიშვილის პერსონაჟი ნაწარმოებში ძალიან მურტალია და მე მაშინ ბატონ ნოდარს ვუთხარი: არ შემიძლია მე ასეთი რამეები, ეკრანზე მიყვარს ლამაზი ხალხი მეთქი”, – იხსენებს ქეთი დოლიძე.
ამავე თემაზე: