LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კამერის წინ ატირებული ემიგრანტი ქალი: „ჩემს შვილებს დილის 5 საათამდე თვალი არ მოუხუჭავთ, ნუთუ, მართლა გვტოვებო…“

191
ხატია ყურაშვილი

„მთავარმა არხმა“ ჩაწერა ემიგრანტი ხატია ყურაშვილი, რომელიც უკვე სამი წელია, ემიგრაციაშია ვარშავაში და წელს პირველად ჩამოვიდა სამშობლოში, სამი წლის თავზე:

„ძალიან უძლური და დაუცველი ვიყავი აქ. ვხვდებოდი, რომ ორ შვილს ძალიან ბევრი სჭირდებოდა. გვერდით არავინ მყავდა დამხმარე. ყველანაირად შეუძლებელი იყო აქ დარჩენა, ამიტომ გადავწყვიტე, გავმხდარიყავი ემიგრანტი. 32 წლის ვიყავი, როცა წავედი საქართველოდან. ვფიქრობდი, ერთი წელიც მეყოფოდა, რომ ბინა მეყიდა. ჩემს შვილებს დილის 5 საათამდე თვალი არ მოუხუჭავთ, ნუთუ, მართლა გვტოვებო… ძალიან რთული იყო, ძალიან გამიჭირდა… ვგრძნობდი, რომ ჩემ გარეშე დაუცველები იქნებოდნენ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები