UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია გადაცემას „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრობდა, სადაც ქალთა მიმართ ძალადობაზე ისაუბრა.
ლელა წურწუმიამ ილია თოფურიას უთხრა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ძალიან მტკივნეული თემაა. გამომდინარე იქიდან, რომ ილია ძალიან ბევრი კაცის კუმირია, რომელთა შორისაც მოძალადე კაცებიც არიან, წამყვანი დაინტერესდა თუ რას ეტყოდა ილია ამ კაცებს.
„მგონი ზედმეტიც არის ამაზე საუბარი.. კაცმა ქალს ხელი დაადოს, არანაირი გამართლება არ აქვს ამას. ჩემთვის წარმოუდგენელია და მსგავს რაღაცებზე არ ვფიქრობ ხოლმე“, – აცხადებს ილია თოფურია.