LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Jeep Wrangler კრაშ–ტესტის დროს ორჯერ გადაბრუნდა

60
jeepwranglertestnews

საგზაო უსაფრთხოების ამერიკულმა ინსტიტუტმა IIHS ახალი თაობის Jeep Wrangler–ის კრაშ–ტესტი ჩაატარა და მოულოდნელი პრობლემა აღმოაჩინა. ყველგანმავალს ბარიერთან დაჯახების დროს წონასწორობის შენარჩუნება არ შეუძლია და დატესტვის დროს ორჯერ გადაბრუნდა.

ვიდეოში კარგად ჩანს, რომ პირველ ცდაზე 2019 წლის ყველგანმავალი ნახევრად აღმართულ ბარიერს ეჯახება და მარჯვენა მხარეს ვარდება. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე ცდა ჩაატარეს და შედეგი ყველა ჯერზე თითქმის უცვლელი იყო, ავტომობილი წონასწორობას ვერ ინარჩუნებდა.

უსაფრთხოების სპეციალისტებმა მოდელს 4 შესაძლო ქულიდან 2 მიანიჭეს, რადგან გადაბრუნებას სერიოზული დაზიანებების გამოწვევა შეუძლია და მწარმოებელს ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები