ლელა მებურიშვილი სოციალურ ქსელში ანსამბლ „შვიდკაცას“ შესანიშნავ ნამღერს გვიზიარებს.
შვიდკაცამ ლონდონში, ლონდონში მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში იგალობა.
მათმა შესრულებამ მხურვალე ტაში გამოიწვია.
„ჯადოსნური ხმები“ – აღნიშნავს ლელა და ვიდეოებს გვიზიარებს.
ცნობისთვის, 15 ოქტომბერს, ქართული ღვინის ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს საელჩომ და ლონდონში მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარმა უმასპინძლეს ანსამბლ „შვიდკაცას“.
ელჩმა, სოფიო ქაცარავამ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა ქართული კულტურის მრავალფეროვნებას. ელჩმა მადლობა გადაუხადა ანსამბლის წევრებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და ეკლესიას მასპინძლობისთვის.
ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს, ბრიტანული კომპანიის „Swirl Group“-ისა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით.