LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „იყო კომენტარები, არ უხდება, ქალს არ ჰგავს.. დანებება ვცადე, მაგრამ ისევ შვილებმა გადამატანინეს.. ერთლწიანი ბრძოლის შემდეგ სრულიად განვიკურნე“ – 23 წლის ასაკში დამარცხებული კიბო| მოდელ ანა სულაბერიძის სიმსივნეზე გამარჯვების ისტორია

199
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“ გვიზიარებს მოდელ ანა სულაბერიძის ისტორიას, რომელმაც მესამე სტადიის ჰოჩკინის ლიმფომა დაამარცხა.

2 შვილის დედა, რომელმაც ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ, სიმსივნეზე გაიმარჯვა, ამბობს, რომ ყველაზე დიდი მოტივაცია მისი ოჯახი – მეუღლე და შვილები იყვნენ.

„დაახლოებით, 1-2 თვე დამჭირდა, იმისთვის რომ დიაგნოზს შევგუებოდი, სამი ქიმიოთერაპიის შემდეგ, თავად მივიღე გადაწყვეტილება, რომ თმა უნდა გადამეპარსა.

ჩემმა მეუღლემ გადამპარსა თავისი ხელით.. რთული მომენტი იყო, მაგრამ ახლა სასიამოვნოდ მახსენდება.

თავიდან, როდესაც ჩემი თავი სარკეში დავინახე, ვიფიქრე, ასე რანაირად გავიდე ქუჩაში? ხალხის რეაქციის მეშინოდა, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს მეასეხარისხოვანი იყო და მთავარი ჯანმრთელობა იყო.

იყო კომენტარები, არ უხდება, ქალს არ გავს, მაგრამ საერთოდ აღარ ვკითხულობდი მსგავს კომენტარებს..

ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია იყო ჩემი შვილები, მეუღლე, რომელმაც მართლაც ყველაფერი გააკეთა, რომ ამ დაავადებაზე საერთოდ არ მეფიქრა.. სიმართლე გითხრათ, თავიდან დანებება ვცადე, მაგრამ ისევ შვილებმა გადამატანინეს, ამიტომ ვცდილობდი, ყველაფერს პოზიტიურად შევხვედროდი..

ჩემი ცხოვრება იყოფა ორ ნაწილად, კიბომდე და კიბოს შემდეგ..

ახლა სულ სხვა ანა ვარ, მეტად გავძლიერდი, ერთლწიანი ბრძოლისა და მკურნალობის შემდეგ სრულიად განვიკურნე, 4 თვის წინ გავიგე, რომ სრულიად ჯანმრთელი ვარ, პირველი დედაჩემს დავურეკე..“