ტელესახე და ჟურნალისტი ნინო თოლორდავა იუბილარი იყო.
მან დაბადების დღეს მეუღლესთან, შვილთან, შვილიშვილთან და დიდი სამეგობრო წრესთან ერთად აღნიშნა, რომელთა შორის ცნობილი ტელეჟურნალისტები ლევან ჯავახიშვილი, თეა სიჭინავა, მარიამ ვაშაძე, ლიზა წიკლაური და ხატია ქვათაძე იყვნენ.
სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე გიორგი ცხადაძემ იზრუნა ბენდის თანხლებით.
სადღესასწაულო ტორტი ნინოს მეუღლემ მიართვა.
გარდა ამისა, მეუღლისგან საჩუქრად ნინომ მისთვის მიძღვნილი სიმღერაც მიიღო.
ეს რომანტიკული ეპიზოდი, დაბადების დღის სხვა ვიდეოებთან ერთად, ნინო თოლორდავამ თავის გამომწერებს გაუზიარა „ინსტაგრამზე“.