LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: იტალიელმა და ესპანელმა დიზაინერებმა „ჭკვიანი პირბადე“ შექმნეს

1126
page

ჩვენს პანდემიურ რეალობაში კორონავირუსისგან დამცავი პირბადე ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ადამიანებმა უკვე პირბადის დიზაინზე დაიწყეს ფიქრი და  მის ფერსა თუ ფორმას აქცევენ ყურადღებას.

ყველა თანხმდება, რომ ყურსასმენებთან მისი ტარება მოუხერხებელია, არც ტელეფონზე საუბრისას ისმის ჩვენი ხმა კარგად.  თუმცა, უკვე ეს პრობლემაც მოიხსნა. იტალიელმა და ესპანელმა დიზაინერებმა „ჭკვიანი პირბადე“ შექმნეს, რომელშიც დამონტაჟებულია მიკროფონი, ბლუთუზი და აქსელერომეტრი.

 
 ნიღაბი სმარტფონს უერთდება და სუნთქვისა და პულსაციის გაკონტროლების შესაძლებლობას იძლევა. მისი შეძენა ფერების მიხედვითაა შესაძლებელი, ფასი კი 98 დან 250 ევრომდე მერყეობს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები