იტალიაში დააკავეს ქართველი, რომელსაც ბრალად ედება მოხუცზე ძალადობა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განსაცდელში მიტოვება. შემთხვევა გოია ტაუროს დასახლებაში მოხდა.
36 წლის ქართველი 88 წლის, ლოგინად მყოფ ქალს უვლიდა.
როგორც იტალიური მედია წერს, მას შემდეგ რაც, მოხუცის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებოდა ახლობლებმა მომვლელის კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეიტანეს.
ოჯახმა საქმეში ადგილობრივი პოლიცია ჩართო. სამართალდამცველებმა სახლში ფარული სათვალთვალო მოწყობილობა დაამონტაჟეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ქართველი მომვლელი მოხუცზე ფიზიკურად ძალადობდა.