„მსუბუქი, კომფორტული, დელიკატური და ქალური“, – ეს საცვლების ხაზის „ინტიმისის“ ახალი ბიუსტჰალტერის აღწერაა. სწორედ მის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა 34 წლის მოდელმა ირინა შეიკმა და თავისი უზადო სხეულით კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა საზოგადოება.
კომპანიის „ინსტაგრამზე“ ვიდეო გავრცელდა, სადაც მოდელი ნაცრისფერ საცვლებში პოზირებს.
შეგახსენებთ, შეიკი და იტალიური საცვლების კომპანია უკვე კარგა ხანია თანამშრომლობენ. 2010 წელს შეიკი მისი ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.
https://www.instagram.com/p/CAkemBqKf0G/?utm_source=ig_embed