ცეცხლოვანი ცეკვებისა და ულამაზესი შოუს შემდეგ, ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ სიმღერა “აყვავდება როცა ნუში” შეასრულეს და სტუმრების ოვაციებიც დაიმსახურეს. მანამდე წყვილმა სხვადასხვა სახის ცეკვები შეასრულა.
წყვილის ქორწილში ნამდვილი ვარსკვლავცვენაა. სტუმრებს შორისაა, მომღერალი ანდრია გველესიანი მეუღლესთან ერთად, სალომე ბაკურაძე, პავლე მგელაძე, ჯულიანა ბარ-გნარი, ოთო ფოლადაშვილი, მომღერალი და მსახიობი გიორგი გილიგაშვილი, რომელიც ირაკლი მაქაცარიას მეჯვარეა.ასევე, პროდიუსერი ნოე სულაბერიძე მეუღლესთან, ჯანეტ ქერდიყოშვილთან ერთად.
ფოტო, ვიდეო: ჯანეტ ქერდიყოშვილი ნოესთან ერთად – წყვილი ქორწილიდან ახალ კადრებს გვიზიარებს
გარდა ამისა, შვილის ქორწილში აცეკვდა ლიზას დედა, ქეთი ასათიანი, ირაკლი მაქაცარიას მეჯვარე, გიორგი გილიგაშვილთან ერთად.
ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ ჯვარი დაიწერეს: კადრები ცერემონიიდან
ვიდეო: გიორგი გილიგაშვილი ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილიდან შთამბეჭდავ კადრებს გვიზიარებს
ფოტო, ვიდეო: ლიზა ჩიჩუა ულამაზესი საქორწილო კაბის გრძელი ფატით პოზირებს